fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სასწრაფო დახმარების მანქანა პაციენტის კართან 7-10 წუთში – მოსვლის დროის გადამოწმება ტელეფონში იქნება შესაძლებელი

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა სიახლეებს ნერგავს და 40 წლის შემდეგ მოსახლეობისთვის ყველაფერი ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვლება.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დააანონსა, რომ მოხდება პერსონალის დაქირავება დამატებით, მათი გადამზადება, სასწრაფო დახმარების მანქანების მოწყობილობებით აღჭურვა და რაც მთავარია, უფრო მეტ ადამიანს ექნება პირველად დახმარებაზე წვდომა მოკლე დროში. სასურველია მიღწეულ იქნეს შემდეგი მიზანი: სასწრაფო დახმარების 1 მანქანა მაინც მოდიოდეს ყოველ 20.000 მოქალაქეზე და არა საშუალოდ ყოველ 36.000 მოქალაქეზე, როგორც ეს დღესდღეობით არის.

ამას გარდა, თუ დღეს სასწრაფო დახმარება საშუალოდ 15-25 წუთს ანდომებს პაციენტთან მისვლას, ეს დრო უნდა შემცირდეს მინიმალურამდე, 7-დან 19 წუთამდე, რათა არ დაიკარგოს ძვირფასი დრო და თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები. ციფრული სისტემის საშუალებით კი, რომელიც დაინერგება, შესაძლებელი იქნება, რომ შეამოწმოთ თუ ზუსტად სად იმყოფება მანქანა და რამდენ წუთში მოვა თქვენამდე.

ამ დროისთვის დაგეგმილია ჯანდაცვის მინიმუმ 1.000 ახალი მუშაკის დაქირავება, ხოლო როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ეს მხოლოდ დასაწყისია და ეტაპობრივად გატარდება დამატებითი რეფორმები.

onalem

ტესტ