fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შემთხვევა ომონიის მეტროში: გარდაცვლილია 40 წლის მამაკაცი

ომონიის მეტროსადგურში სერიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მატარებლის რელსებიდან 40 წლის მამაკაცი გარდაცვლილი და დასახიჩრებული ამოიყვანეს.

შემთხვევა შუაღამით დაფიქსირდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 10 მეხანძრე სამი სახანძრო მანქანით, რათა მსხვერპლი ამოეყვანათ.

უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხვდა მამაკაცი რელსებში, იყო ეს თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა.

ამავე ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანისას მას სიცოცხლის ნიშნები უკვე აღარ აღენიშნებოდა და ქვედა კიდური მოწყვეტილი ჰქონდა.

onalem

ტესტ