fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ქალმა შექმნა ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც პარტნიორების ერთგულებას ამოწმებენ – უკვე ათობით ქალმა იპოვა “უსიამოვნო” პასუხი

“იქნებ ერთი და იგივე ადამიანს ვხვდებით?!” – ასეთია ჯგუფის დასახელება, რომელიც ბერძენმა ქალმა, ნატალი გრიგორიუმ შექმნა და ქალებსა და მამაკაცებს ეხმარება შეამოწმონ საკუთარი პარტნიორების ერთგულება. ხუთ დღეში ჯგუფს უკვ 18.000 წევრი ჰყავს, ხოლო TikTok-ზე 12,000.

გრიგორიუ ამბობს, რომ გაკვირვებული იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ამბებითა და ინტერესით ამ საკითხის მიმართ, სწორედ ამიტომ, როდესაც ნახა, რომ ამერიკაში არსებობდა მსგავსი ჯგუფი, გადაწყვიტა, რომ ბერძნული ვერსია შეექმნა.

როგორც ირკვევა, მოკლე დროში უკვე 43 ქალი ჩავარდა უხერხულ სიტუაციაში იმის აღმოჩენით, რომ მათ მეორე ნახევრებს, ქმრებსა თუ შეყვარებულებს, სხვა ქალებთან ჰქონდათ ურთიერთობა.

ფაქტობრივად, ისინი პოსტავენ მამაკაცის ფოტოს, რომელსაც ყველა ნახულობს და შესაბამისად, ადასტურებენ თავადაც ხვდებიან თუ არა ამ მამაკაცს. ასე აღმოაჩინა უკვე 43-მმა ქალბატონმა, რომ მის მეორე ნახევარს სხვა პარალელური ურთიერთობაც ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც ასეთ ჯგუფში თავის ფოტოს აღმოაჩენს, შეუძლია მიმართოს ფეისბუქის ადმინისტრაციას და შესაბამისად, წაიშლება.

onalem

ტესტ