fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დასაქმებულებმა აპრილის ბოლოს მინიმალური ხელფასი 780 ევრო უნდა მიიღონ – რამდენი ევროა დღიური ანაზღაურება?!

როგორც უკვე ცნობილია, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასის ოდენობა 9,4%-ით გაიზარდა და 780 ევრო გახდა. ცხადია, საუბარია შერეულ ხელფასზე ანუ იგულისხმება, რომ ეს არის რაოდენობა, რომლიდანაც თანამშრომელი ხელზეც იღებს ნაწილს, ხოლო ნაწილი ირიცხება სახელმწიფოში. ამ დრომდე საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 713 ევრო იყო და მთავრობა ამ მაჩვენებლის გაზრდას მაისიდან აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა და ძალაში შევიდა 1-ლი აპრილიდან.

აღნიშნულის შესაბამისად, იზრდება დღიური ხელფასიც, 2023 წლის აპრილიდან თანამშრომლის მიერ დღიურად გამომუშავებული მინიმალური თანხა 34,84 ევრო იქნება, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 5,8 ევროთი.

მინიმალური ხელფასის ზრდა ეხება კერძო სექტორში დასაქმებულ 585.000-ს თანამშრომელს, პარალელურად კი, იზრდება უმშევრობის დახმარებაც, რაც აპრილის თვეში შეადგენს 479 ევროს, განსხვავებით 438 ევროსგან, რაც აქამდე გვქონდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის გარდა, ასევე იზრდება სხვადასხვა ფულადი დახმარებების რაოდენობაც, რომლის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოთ ბუღალტრისგან, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი გეკუთვნით, მდგომარეობიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ