fbpx
საბერძნეთი

“დამსაქმებლის ბეჭდის გარეშე, თქვენი ფურცელი უძლურია და დაჯარიმდებით” – ხარდალიასი

როგორც ხარდალიასმა გუშინდელი საუბრისას განაცხადა, დროა, მოსახლეობამ იაფფასიანი მიზეზების მოფიქრებას და ხელისუფლების მოტყუებას თავი დაანებოს. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც ვერ გაუაზრებია, რომ გარეთ მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი მიზეზის გამო უნდა გავიდეს, დღეიდან მოქმედებს კიდევ დამატებითი ზომები.

კერძოდ, როგორც ხარდალიასი ამბობს, A ტიპის ცნობაზე, რომელსაც ავსებთ სამსახურში წასვლის მიზნით, არ კმარა მხოლოდ დამსაქმებლის ხელმოწერა, არამედ აუცილებელია ოფიციალური ბეჭედი. თუკი ეს ბეჭედი არ იარსებებს, ფურცელი უმოქმედოა და თქვენ აუცილებლად დაჯრიმდებით 150 ევროთი.

“არ არსებობს გამონაკლისი. არ არსებობს შეღავათი. არავინ დგას კანონზე მაღლა. პასუხისმგებლობა ერთია და უნდა იყოს ყველასთვის გასაგები.”

ამრიგად, ცნობაზე A, რომელსაც საიტიდან გადმოტვირთავთ (forma.gov.gr) და შეგივსებთ დამსაქმებელი, რათა სამსახურში იაროთ, აუცილებელია დაგირტყათ ბეჭედიც.

ხოლო ცნობაზე B, რომელშიც გადაადგილების სხვა მიზეზებია მითითებული და ვავსებთ თავად, უნდა მოვაწეროთ ხელი და ნათელი იყოს, თუ რა მიზეზით გავდივართ გარეთ.

შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური უფასო ნომრითაც 13033, რომელზეც სახლიდან გასვლის თითოეულ შემთხვევაში გააგზავნით შეტყობინებას შემდეგნაირად: აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს შემგედი ნუმერაციის მიხედვით 1 – აფთიაქი, ექიმი; 2 – საპროდუქტო მაღაზიები; 3 – ბანკი (თუ არ არის ელექტრონული მომსახურების საშუალება); 4 – სხვის დასახმარებლად; 5 – განქორწინებული მშობლები შვილების მონახულება; 6 – ვარჯიში; აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს, გამოტოვებთ ადგილს, შემდეგ აკრეფთ სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს და გააგზავნით ნომერზე 13033.

onalem

ტესტ