fbpx
მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვს კორონა დაარქვეს

ინდოეთის უტარის შტატში ახალშობილ გოგონას სახელი COVID 19–ის პანდემიის გათვალისწინებით შეურჩიეს, იუწყება Dessan Herald–ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა გოგონას კორონა დაარქვეს.

თუ რატომ შეურჩიეს პატარას ეს სახელი, ჟურნალისტებს ბავშვის ბიძამ განუმარტა.

მისი თქმით, კორონავირუსი, რაღა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, მან უმარავი ადამიანი მოკლა მსოფლიოში, მაგრამ „საზოგადოება გააერთიანა და ერთობლივი ბრძოლისთვის განაწყო“.

„ეს პატარა ადამიანების ერთიანობის სიმბოლოდ იქცევა ვირუსთან ბრძოლაში“, — განაცხადა ახალშობილის ბიძამ.

აღსანიშნავია რომ პატარა კორონა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიბადა. ამ დროისათვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და სამშობიროდან გამოსაწერად ემზადებიან.

 

onalem

ტესტ