fbpx
მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირის საზღვრები სულ მცირე ორი კვირით დაიხურება და ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან რამდენიმე ქვეყანას ამოიღებენ

ევროკავშირმა შესაძლოა კორონავირუსის სტატისტიკის ზრდის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტებზე გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს და საზღვრები სულ მცირე ორი კვირით დახუროს. ამის შესახებ Bloomberg-ი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ევროკავშირი, უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვას გეგმავს. არაა გამორიცხული სიაში მყოფი 13 ქვეყნიდან კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ევროზონაში შესვლა აუკრძალონ.

ევროკავშირის „თეთრ სიაშია“ ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ვრცელდება ცნობა, რომ სიიდან შეიძლება ამოიღონ ალჟირი და მაროკოც

onalem

ტესტ