fbpx
საბერძნეთი

უსაფრთხოების ახალი ზომები საბერძნეთში: ნიკოს ხარდალიასი ცვლილებებს დააანონსებს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, ნიკოს ხარდალიასი თავის დღევანდელ გამოსვლაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრებს.

წინასწარი ინფორმაციით, მთავრობა, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ახალი ზომების მიღებას გეგმავს. სცენარი კი შემდეგია: იცვლება პირბადეების გამოყენების წესი, ანუ, მათი გამოყენება, სავარაუდოდ, სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში, სადაც შესაძლოა ფიქსირდებოდეს ხალხით გადატვირთულობა. აქ იგულისხმება სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები, მაღაზიები, ეკლესიები.

აღელვებას იწვევს ის, რომ მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირდა ინფიცირების 220 ახალი შემთხვევა, უმეტესად ატიკის ცენტრსა და თესალონიკში, საიდანაც ყველაზე კრიტიკული არის “ობოლი” შემთხვევები, როდესაც დაინფიცირების გზა უცნობია.

გუშინ გამოვლენილი 35 ახალი ინფიცირებულიდან კი ატიკაში 17 ფიქსირდება.

 

onalem

ტესტ