fbpx
საბერძნეთი

სამი ახალი, მკაცრი ზომა ვაქცინირებულების და არავაქცინირებულებისთვის – რას განიხილავს საბერძნეთის მთავრობა?!

კორონავირუსის ახალი ვარიანტის, Omicron-ის გამო საბერძნეთშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დიდი შეშფოთება და შიში გაჩნდა. შიში, რომ ეს შტამი უკონტროლო გავრცელებას დაიწყებს, რადგან გადამდებიანობის ხარისხი გაცილებით მაღალი აქვს სხვა, ამ დრომდე ნაცნობ შტამებთან შედარებით.

მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ ხელმეორე ჩაკეტვა და ჰორიზონტალური კარანტინი გამორიცხულია. ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, განიხილება სამი დამატებითი ზომა, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში საბერძნეთში მიიღონ.

  1. კვირაში ორის ნაცვლად სამი ტესტის გაკეთების ვალდებულება არავაქცინირებულებისთვის (სამსახურებში და ა.შ.) ან აღარ იყოს მისაღები სწრაფი, Rapid Test და მხოლოდ PCR, მოლეკულური ტესტი იყოს დამაკმაყოფილებელი.
  2. აბსოლუტური აკრძალვა აუცრელებს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში შესვლაზე (ანუ ტესტის პასუხით აღარ იყოს შესაძლებელი კაფეებში, ბარებში და მაღაზიებში შესვლა). გამონაკლისი დარჩება სუპერმარკეტები.
  3. პირბადის აბსოლუტურად ყველგან გამოყენების ვალდებულება, როგორც ვაქცინირებულების, ასევე არავაქცინირებულებისთვის, ანუ ღია სივრცეებშიც.

 

onalem

ტესტ