fbpx
საბერძნეთი

სიცხე, ქარი და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკები დღეს – ორშაბათიდან საბერძნეთში უხვი ნალექია მოსალოდნელი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს, საბერძნეთში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და პარალელურად, ძლიერი ქარი, შესაბამისად, ცხადია, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ მაღალ რისკებს შეიცავს ხანძრის გაჩენის თვალსაზრისით.

ზოგიერთ რეგიონში ქარის ძალა მიაღწევს 7 ბალსაც, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ასახელებს ტერიტორიებს, რომელთა მაცხოვრებლებიც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ:

ატიკა, ვიოტია, ევია, სკიროს, ლესვოს, ხიოს, ფსარა, სამოს, იკარია და ევროს, სადაც უკვე 15 დღეა ხანძარი მძვინვარებს.

როგორც უკვე ცნობილია, ორშაბათიდან უკვე ნამდვილად საშემოდგომო ამინდი დგება და თითქმის მთელ საბერძნეთში, გარდა ევროსისა, მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა კი, მცირედით დაიკლებს.

სინოპტიკოსები იუწყებიან, რომ უხვმა ნალექმა შესაძლოა წყალდიდობაც კი გამოიწვიოს, შესაბამისად, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. დამატებითი დეტალური ინფორმაცია კი, თუ რომელი იქნება კრიტიკული რეგიონები, ეტაპობრივად გავრცელდება.

onalem

ტესტ