fbpx
მსოფლიო

რუსი ტურისტების “დასასრული” საბერძნეთში – მოსკოვი ტურისტულ პაკეტებს აუქმებს იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებმაც სანქციები დაუწესეს

რუსეთის ტურიზმის ორგანიზაცია (Rostourism) აუქმებს ტურისტულ პაკეტებს იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.

Rostourism-ის ხელმძღვანელობა მოუწოდებს რუს ტურისტებს, ნუ გაემგზავრებიან იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ წავიდნენ და სანქციების დაწესება გადაწყვიტეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზარინა დოგუზოვას თქმით, ყველა რუსმა, რომელიც აპირებდა მოგზაურობას ამ ქვეყნებში ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით, სასურველი იქნება, რომ თავიდან აირიდოს გამგზავრება, რადგან შესაძლოა პრობლემა შეექმნათ უკან დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მოვუწოდებთ ტუროპერატორებს, რომ შეაჩერონ ტურების გაყიდვა იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ვინაიდან მათკენ მიმავალი მარშრუტი გადის ევროკავშირისა და კანადის საჰაერო სივრცეზე. ის ტურისტები, რომლებმაც ჯავშნები უკვე გააკეთეს, უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოებს, რომ იპოვონ ალტერნატიული მიმართულება,” აცხადებს დოგუზოვა.

განცხადებაში ასევე მოყვანილია რეკომენდაციები, თუ სად შეიძლება იმოგზაურონ რუსებმა: თურქეთი, ეგვიპტე, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი და ა.შ.

onalem

ტესტ