fbpx
საბერძნეთი

რას აპირებს საბერძნეთის მთავრობა საზოგადოების აუცრელ ნაწილთან დაკავშირებით?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოდგომამდე პანდემია უკვე საკმაოდ იქნება შესუსტებული და შესაბამისად, მთავრობამ მიღებული ზომების დეესკალაცია მარტის ბოლოდან კიდევ შეიძლება განაგრძოს.

საინტერესო საკითხია, ვის ეხება ზომების მოხსნა და სრული თავისუფლება, მთელ მოსახლეობას თუ მხოლოდ ვაქცინირებულ ნაწილს?!

მინისტრმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობა არ გეგმავს აკრძალვების გაუქმებას საზოგადოების არავაქცინირებული ნაწილისთვის. თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებულებს შეეხებათ.

“ამჟამინდელი შეფასებებით აღდგომისა და ზაფხულისთვის ვაქცინირებულები უკვე ძალიან ახლოს უნდა იყვნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმთან. ჩემი მოსაზრებით, პირბადეების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება მარტის ბოლოდან უნდა მოიხსნას, თუმცა, ამ საკითხს კიდევ რამდენჯერმე განიხილავს ექსპერტთა საბჭო,” განაცხადა პლევრიმ.

მინისტრი შეეხო უკრაინის საკითხსაც და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან და საბერძნეთმა სამედიცინო აღჭურვილობა უკვე გააგზავნა, გაცილებით მეტი რაოდენობის, ვიდრე თავად ქვეყანამ მოითხოვა.

onalem

ტესტ