fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლისა და შვილების სახლის აფეთქება სცადა და ბარში აღსანიშნავად წავიდა

ინციდენტი ვოლოსში, კერძოდ, ნეა იონიას ტერიტორიაზე მოხდა. 65 წლის ბიზნესმენს, როგორც ჩანს, უნდოდა ყოფილ მეუღლეზე შური ეძია და მისი სახლის აფეთქება სცადა. შურისძიების მიზეზი მათი დაშორება იყო, რასაც მამაკაცი ვერ ეგუებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მივიდა სახლში, რომელშიც მისი ყოფილი მეუღლე და სამი შვილი ცხოვრობს და სარდაფში ცეცხლი გააჩინა, ეს იმ მიზნით, რომ იცოდა, ბუნებრივი აირის გაყვანილობა სწორედ იქ იყო განთავსებული და უნდოდა, სახლი უბრალოდ კიარ დაეწვა, არამედ აფეთქება გამოეწვია. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ შემდეგ ბარში წავიდა და ალკოჰოლით საკუთარი ნამოქმედარი აღნიშნა.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო სამსახურმა ცეცხლი ჩააქრო, მამაკაცი კი, პოლიციამ მალევე დააკავა. როგორც მან ჩვენებაში აღნიშნა, საერთოდ არ ახსოვდა, თუ რა გააკეთა, ვინაიდან მაშინაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

საქმის მეორე უცნაური მხარე ის არის, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ არ ისურვა საქმის აღძვრა მის წინააღმდეგ.

onalem

ტესტ