fbpx
კატეგორიის გარეშე

საქართველოს ბანკის თამაშის მეშვეობით შესაძლებელია მოიგო თანხა 360.000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან

მობილბანკში დაუვიწყარი თავგადასავლების დროა: 9 ოქტომბერს საქართველოს ბანკის თამაში დაიწყო! თამაშში ჩართვა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის, ემიგრანტებსაც. თამაში 12 კვირა გაგრძელდება და 2024 წლის იანვარში გრანდიოზული ფინალითა და ფულადი პრიზით დაგვირგვინდება.

თამაშის წესები კი არცთუ ისე რთულია — შეჯიბრში შეგიძლია ჩაერთო დამოუკიდებლად ან ითამაშო გუნდურად: ერთ ან ორ მეგობართან, ოჯახის წევრთან, პარტნიორთან თუ სხვა ნებისმიერ პირთან ერთად. გასათვალისწინებელი მხოლოდ ისაა, რომ მოგვიანებით გუნდის შემადგენლობას ვეღარ შეცვლი და მოგიწევს, თამაში პირვანდელი შემადგენლობით დაასრულო.

რაც ყველაზე მთავარია, თამაშში შენ მიერ მოწვეულ გუნდის წევრებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მობილბანკის აპლიკაცია — თუ არ აქვთ, შეუძლიათ გადმოწერონ და მარტივად გაიარონ რეგისტრაცია. შესაბამისად:

  • მოწვევის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებელთან;
  • თამაშის დასაწყებად კი საჭიროა მობილბანკის აპლიკაციის გამოყენება.

თამაშის პრინციპი ასეთია — ყოველკვირეულად, ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დაგხვდება. მათ შესასრულებლად მთელი კვირა გექნება, თუმცა, დროში შეზღუდული არ იქნები (ფინალამდე მაინც). თუკი დავალებებს  თავს უშეცდომოდ გაართმევ, მონეტებს მიიღებ, რომელთა გამოყენებასაც თამაშის დაწყებიდანვე მალე საჩუქრების მარკეტში შეძლებ, სადაც უამრავი საჩუქარი დაგხვდება. ისე კი, შეგიძლია, მონეტები ფინალისთვის გადაინახო და მერე სხვადასხვა სახის დახმარებაში გადაცვალო. ასევე გახსოვდეს, რომ თუკი კვირის ყველა დავალებას შეასრულებ, დამატებით მონეტებს მიიღებ.

რაც შეეხება ფინალს; ფინალში იმ შემთხვევაში მოხვდები, თუ კი 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით გექნება შესრულებული, საბოლოო ეტაპზე კი უკვე სისწრაფე იქნება გადამწყვეტი.

და, აი, მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს — პრიზები. საპრიზო ფონდი ათიათასობით ლარს მოიცავს და მასში გათვალისწინებულია, როგორც გამარჯვებულების, ასევე მეორე და მესამეადგილოსანი მოთამაშეების პრიზები.

დამოუკიდებლად მოთამაშეები გამარჯვების შემთხვევაში:

  • პირველადგილოსანი 25 000 ლარს მიიღებს;
  • მეორეადგილოსანი 15 000 ლარს;
  • მესამეადგილოსანი 10 000 ლარს.

გამარჯვებული ორმოთამაშიანი გუნდი

  • პირველ ადგილზე 55 000 ლარს მიიღებს;
  • მეორე ადგილზე 35 000 ლარს;
  • მესამე ადგილზე 25 000 ლარს.

რაც შეეხება სამმოთამაშიან გუნდებს:

  • პირველადგილოსანი გუნდი 90 000 ლარს მიიღებს;
  • მეორეადგილოსანი 60 000 ლარს;
  • მესამეადგილოსანი კი 45 000 ლარს.

წინ ნამდვილად საინტერესო სამი თვე გველოდება, ასე რომ, მოემზადე და თვალი ადევნე სიახლეებს მობილბანკში, სადაც ინფორმაციას უსწრაფესად   უკვე „სთორების“ საშუალებითაც გაიგებ. ასევე თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ფეისბუქ ჯგუფს, რომელიც შეიქმნა ემიგრანტებისთვის, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია გამოქვეყნდება. თამაშის წესების უფრო დეტალურად გასაგებად გადადით ბლოგზე.

გახსენი მობილბანკი (თუ არ გაქვს, გადმოწერე შენს სმარტფონში), შემოუერთდი თამაშს და ჩაერთე საყოველთაო თავგადასავალში!