fbpx
კატეგორიის გარეშე

კვირას, 10 ნოემბერს, ომონიაზე გასვლა გაგიჭირდებათ – ნახეთ მიზეზი

ხვალ ათენის მასშტაბური მარათონის გამო ქალაქის ყველა ცენტრალური გზა გადაკეტილი იქნება. შესაბამისად, მოძრაობა გართულებული იქნება, ხოლო ცენტრში მოხვედრა შეუძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვითარებაა დღესაც, თუმცა, ხვალ ტრანსპორტი ფაქტობრივად ვერ იმოძრავებს.

მოვლენები დილის 09:00 საათიდან დაიწყება და გადაკეტილი იქნება სტადიო (კალიმარმაროს ტერიტორია), ვასილისის სოფია, ვასილისის ოლგა, ამალია, სიგრუ, მესოგიო, ვასილისის კონსტანტინუ, აგია პარასკევი.

საგზაო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ ყველა ცენტრალურ გზატკეცილზე გადაადგილებას. უმჯობესი იქნება მეტროს გამოყენება, შესაძლებლობის შემთხვევაში.

მარათონის მონაწილეები 10 კილომეტრს გაირბენენ.