fbpx
კატეგორიის გარეშე

ატიკაში ვილების 80% დაჯავშნულია – შეშფოთება აღდგომის მოსალოდნელი წვეულებებთან დაკავშირებით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სააღდგომოდ ვილების 80% უკვე დაჯავშნულია. აღნიშნული ბინები მდებარეობს ატიკის რეგიონის მასშტაბით, ვინაიდან გადაადგილება რეგიონებს შორის ჯერჯერობით არ არის დაშვებული.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში უძრავი ქონების მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეას ხიოსმა განაცხადა, რომ მსგავსი მდგომარეობა წინა წლებში არასოდეს დაფიქსირებულა აღდგომის პერიოდში. 2021 წელს ჯავშნების რაოდენობა ყველაზე მაღალია, რაც კი აქამდე ყოფილა.

ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ატიკის დატოვება მოსახლეობას არ შეუძლია და ვილებს არჩევენ რეგიონის შიგნით.

ყველაზე პოპულარული არის შემდეგი უბნები: ვარკიზა, სარონიდა, ანავისოს, პალეა ფოკეა, სუნიო, პორტო რაფტი. აქ ჯავშნიან 2-3 ოთახიან კერძო ბინებს და ძირითადად ისეთებს, სადაც აუზი და ხორცის შეწვის საშუალება არსებობს.

ირკვევა, რომ საბერძნეთის პოლიცია აქტიურ რეჟიმში იმუშავებს კორონა-წვეულებების თავიდან ასაცილებლად ვილებში, რადგან დასაშვებია მხოლოდ 9-დან 12-მდე ადამიანის ყოფნა ერთსა და იმავე სივრცეში.

onalem

ტესტ