fbpx
მეცნიერებასაბერძნეთი

ათენში ებრაელი პროფესორი, ნადირ არბერი ჩამოვიდა – იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის კლინიკური კვლევა

ებრაელი პროფესორი და მეცნიერი, ნადირ არბერი უკვე ათენში იმყოფება და 11:30 საათზე პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა პროფესორი, სოტირის ციოდრასიც.

ირკვევა, რომ საბერძნეთში იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური გამოკვლევა, სწორედ ეს არის პროფესორის ათენში ვიზიტის მიზეზი. ის შეხვდება ჯანდაცვის მინისტრ, ვასილის კიკილიასსაც, რათა დეტალები დაზუსტდეს და ორგანიზაციული მხარე მოგვარდეს.

სულ მალე საბერძნეთში დაიწყება ისრაელში შექმნილი წამლის კლინიკური გამოკვლევა, რომელიც კოვიდ-19-ისგან გამოწვეული ურთულესი მდგომარეობის სამკურნალოდ იქნება მიმართული.

ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის თანამშრომლობის საკითხი ჯერ კიდევ თებერვლის თვეში განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საბერნეთის საავადმყოფოები ამ პრეპარატის კლინიკური კვლევების პროცესში მიიღებდნენ მონაწილეობას.

ციოდრასმა პროფესორს “Αττικον”-ის საავადმყოფოში უმასპინძლა, სადაც იმყოფებოდა ვასილის კოდოზამანისიც.

კლინიკური კვლევები თავდაპირველად დაიწყება სწორედ “Αττικον”-ისა და “Σωτηρία”-ს საავადმყოფოებში.

onalem

ტესტ