fbpx
კრიმინალი

მენიოს ფურთიოტი საკანში არ ჭამს და სპეციალურ რაციონსა და პირად ექიმს ითხოვს

მენიოს ფურთიოტიმ ატიკის ცენტრალური განყოფილების საკანში პირველი ღამე გაატარა. ირკვევა, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ვერ იჯერებს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაცვით დადიოდა, ახლა კი ყველაფერი მის წინააღმდეგაა მიმართული.

მენიოს ფურთიოტიმ უარი თქვა საკვებზე, რომელიც მას საკანში შესთავაზეს და მთელი იქ ყოფნის მანძილზე საერთოდ არ მიურთმევია საჭმელი. მისი თქმით, აქვს სპეციალური რაციონი და მხოლოდ იმ საკვების მირთმევა შეუძლია, რასაც აქამდე იღებდა.

ასევე, ჯანმრთელობის პრობლემის გამო ითხოვა, რომ გადაეყვანათ თავის პირად ექიმთან, თუმცა, ოფიცრებმა განუცხადეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჯარო საავადმყოფოში შეეძლო წასვლა, რაზეც მკაცრი უარი განაცხადა.

ყოფილ ტელეწამყვანს 9 ბრალდება აქვს წაყენებული, რომელთა შორისაც არის კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა და შანტაჟი.

onalem

ტესტ