fbpx
კრიმინალისაზოგადოება

30 წლის ქალს, რომელიც თავს პაოლას მენეჯერად ასაღებდა, 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კვიპროსის სასამართლომ 30 წლის ქალის საქმე განიხილა, რომელიც თავს ცნობილი მომღერლის, პაოლას მენეჯერად ასაღებდა და ერთ-ერთი კლუბის მფლობელს 5.000 ევრო გამოსძალა. რეალურად, ქალი მასთან შეთანხმების შემდეგ უკვალოდ გაქრა.

კერძოდ, ის კვიპროსზე მდებარე გასართობ ცენტრში (Αγία Νάπα) მივიდა და მფლობელს თავი პაოლად მენეჯერად წარუდგინა. მან 10 კაციანი მაგიდის დაჯავშნა ითხოვა ერთი ღამით, რაშიც მფლობელმა 1500 ევრო მოითხოვა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მან 1500 ევროს მიღების ნაცვლად, თავად 30 წლის ქალს გადაუხადა, თანაც 5.000 ევრო.

30 წლის თაღლითმა ის დაარწმუნა, რომ პაოლა ერთი საღამოს გამართვისთვის 16.000 ევროს იღებდა და მფლობელს წინასწარ 5.000 ევრო უნდა გადაეხადა.

თანხის მიღების შემდეგ მან ტელეფონი გათიშა და უკვალოდ გაქრა.

ქალის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ბრალდებით.

onalem

ტესტ