fbpx
კრიმინალისაზოგადოება

მას შემდეგ, რაც 18 წლის ბიჭი მოკლეს, ბოშებმა ქუჩაში მანქანების და კიოსკების ლეწვა დაიწყეს

როგორც უკვე ცნობილია, 18 წლის ბოშა 63 წლის ბერძენმა მამაკაცმა სამი გასროლით მოკლა, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში საქურდლად შესული დაინახა.

ამბავმა დიდი აურზაური გამოიწვია ბოშათა საზოგადოებაში და ისინი იმუქრებოდნენ, რომ სისხლს აიღებდნენ. გარდაცვლილის მამა აცხადებდა, რომ მამაკაცს უფლება ჰქონდა და უნდა დაერეკა კიდეც პოლიციაში, უნდა დაესაჯათ მისი შვილი, მაგრამ არ უნდა გაემეტებინა სასიკვდილოდ.

თავად 63 წლის მამაკაცის ვერსიით კი, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა, სინამდვილეში კი 18 წლის ბიჭი მუცლისა და მკერდის არეში დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა.

ამ მოვლენებიდან გამომდინარე გაცხარებული ბოშები გუშინ 21:00 საათზე ლამიაში თავს დაესხნენ მანქანებსა და კიოსკებს და ლეწავდნენ შუშებს, უთოებითა და ქვებით.

გამოწვეულია მატერიალური ზარალი.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ