fbpx
საზოგადოება

“ბავშვი მეუბნებოდა, რომ შიოდა, მე კი ვეუბნებოდი, რომ მოეთმინა” – 9 წლის გოგონას უმუშევარი დედა მედიასთან საუბრობს

ტელეკომპანია Μega-სთან 9 წლის გოგონას დედამ ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა და საკუთარი გოგონებისთვის საჭმელი არ აქვს. სწორედ ამიტომ, შიმშილის გამო, 9 წლის ბავშვს გული წაუვიდა, როდესაც როდესაც საცხობთან რიგში იდგნენ.

“არაფერი მაქვს, რომ ბავშვები გამოვკვებო. არ მიხდიან და არც მუშაობის შეჩერების საბუთის გაკეთება შემიძლია. რა გავაკეთო?! რა შევთავაზო ჩემს ბავშვებს?! მე როდოსის სასტუმროში ვმუშაობდი. ბავშვმა მითხრა, დედა გული უნდა წამსვლოდა, რომ ჩვენზე დაფიქრებულიყვნენო?! 

მეუღლეს გაშორებული, მშრომელი ქალი ვარ. გასულ წელს ვმუშაობდი და 1.000 ევროს ვიღებდი, ჩემს ბავშვებს კარგად ვაცხოვრებდი. მათი მამა არ გვეხმარება. დედისთვის ყველაზე უარესია, უყურებდეს საკუთარ შვილს, როგორ ეცემა. ხუთი დღეა, რაც არ მიძინია,” ამბობს ქალბატონი მანია.

როგორც ირკვევა, ორი გოგონას დედამ ვერც 534 ევროს აღება შეძლო, რომელიც სეზონურად მომუშავე ხალხმა აიღო. ის არ ითხოვს ფულად დახმარებას, ის სახელმწიფოსგან ითხოვს სამსახურს, რომ ორი შვილი გაზარდოს.

“ვამბობდი, რა გავაკეთე? ბავშვები მოვავლინე ამ ქვეყანას, რომ ეშიმშილათ?! რომ ჩემი გოგონა მეხვეწებოდეს, რომ ჭამოს და მე ვეუბნებოდე, რომ მოეთმინა, ვიდრე 534 ევროს ავიღებ?!”

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი:

onalem

ტესტ