fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში ჩამოვედით და ნამდვილ ჯოჯოხეთში ვართ” – რას ამბობს ცოლ-ქმარი, რომელიც კორფუს ეწვია

“საბერძნეთში ჩამოსვლა ძალიან გვინდოდა, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია და უამრავი ადამიანი მოაშურებს განტვირთვისთვის. ინტერნეტში ვნახეთ კუნძული კორფუ, სადაც სრული პაკეტის ღირებულება 500 გირვანქა იყო და გავიფიქრეთ “ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს.” შემდეგ ტურისტულ სააგენტოში მივედით და ვიკითხეთ, იყო თუ არა ეს მახე. მათ გვითხრეს, რომ დაბალი ფასი უკავშირდებოდა ფაქტს, რომ ტურისტული სეზონი ჯერ არ იყო გააქტიურებული და სასტუმროს მფლობელი ამით მათ მიზიდვას ცდილობდა,” ამბობს ბრიტანელი ქალი.

ცოლ-ქმარი, დიდი ბრიტანეთიდან, კორფუს ეწვია, სადაც არაფერი დახვდათ ისე, როგორც მოელოდნენ. სასტუმროში არ არის ცხელი წყალი, ირგვლივ ყველაფერი ნაგვით არის სავსე და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

“მე არ ვარ რთული ადამიანი, მაგრამ ცხელი წყლის გარეშე არ შემიძლია. სანაპიროები სრულიად დაბინძურებულია. ჩემი ქმარი 1994 წელს ბოსნიის ომში მონაწილეობდა და აქაურობა სწორედ იმ პერიოდს ახსენებს. ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი შვებულებაა. მე დაავადება მაქვს, რომელმაც აქ უფრო მეტად იჩინა თავი, რადგან ელემენტარული პირობები არ არის. 26 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც დახმარება ვითხოვეთ. ნამდვილ ჯოჯოხეთში ვართ გამონწყვდეული.”

როგორც მიკ და ჯეინი კლარკები ამბობენ, თითოეულს მინიმუმ 200 გირვანქას გადახდა მოუწევს დამატებით, იმისთვის, რომ ბრიტანეთში დაბრუნდნენ.

 

onalem

ტესტ