fbpx
საზოგადოება

სამუშაო საათების წარმოუდგენელი ზრდა, ნიღბები, ხელთათმანები – ნახეთ როგორ იმუშავებენ სალონები

როგორც განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასისმა განაცხადა, სილამაზის სალონები გახნის შემდეგ დილის 07:00 საათიდან ღამის 22:00 საათამდე იმუშავებენ. სწორედ ეს არის მათი ახალი სამუშაო გრაფიკი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სტილისტები კლიენტებს ვერ აუდიან და ვიზიტის დაჯავშნის წარმოუდგენლად ბევრი მსურველია.

ამრიგად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის, სალონები იმუშავებენ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო შაბათ დღეს 07:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ასევე, აუცილებელია, რომ წინასწარ მოხდეს ჩაწერა, რათა ბევრმა კლიენტმა ერთად არ მოიყაროს თავი. კლიენტებსაც და პერსონალსაც მოეთხოვებათ პირბადეების და ხელთათმანების გამოყენება.

სალონში 20 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ 4 კლიენტის მომსახურება.

onalem

ტესტ