fbpx
საზოგადოება

ემიგრანტების საყურადღებოდ! კატეხაკის თავშესაფრის სამსახური დღეს დაკეტილი იქნება

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატეხაკის თავშესაფრის სამსახური დღეს დაკეტილი იქნება. ოფისი არ იმუშავებს, რადგან ერთ-ერთ თანამშრომელს, თარჯიმანს, კორონავირუსი დაუდგინდა.

ცხადია, იმიგრანტებმა არ იცოდნენ ამის შესახებ და იქ, ტრადიციულად, თავი მოიყარეს. იმიგრაციის სამინისტროს განცხადებით, მოხდება მთელი შენობის დეზინფექცია და ყველა ადამიანს შეატყობინებენ, რომ ადგილზე არავინ მივიდეს. გარდა ამისა, უკვე მისულებს პოლიციის ოფიცრებმა უთხრეს, რომ იქაურობა დაეტოვებინათ.

უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ისიც, თუ რომელი მომსახურების ცენტრები იქნება დაკეტილი ორშაბათს და სამშაბათს, ვინაიდან დაგეგმილია მასშტაბური დეზინფექცია.

ემიგრანტებს, რომელთაც რაიმე სახის საქმე ჰქონდათ კატეხაკის თავშესაფრის სამსახურში, დღეს, 2 ოქტომბერს, მომსახურებას ფიზიკურად ვერავინ გაუწევთ.

onalem

ტესტ