fbpx
საზოგადოება

“მე და ჩემი შვილი არაფრით ვგავართ ერთმანეთს, ის ბევრად ძლიერია და მის ცხოვრებაში არ ვერევი” – თამთა

თამთამ კვიპროსულ ჟურნალს, Down Town, ინტერვიუ მისცა და ისაუბრა, რა დამოკიდებულება აქვს ასაკთან, როგორ გრძნობს თავს საკუთარ სხეულში და როგორი ურთიერთობა აქვს თავის გოგონასთან.

– რა არის ის, რაც გაშინებს?! დროის სვლა და ის სურათი, რაც მოსდევს ამ ყველაფერს?

არა, არა! ეს საერთოდ არ ახდენს ჩემზე გავლენას. არ მადარდებს, რომ ასაკი მემატება. ჩვენ ყველა ვიზრდებით. ეს არის ლოგიკური, ნორმალური და მოსალოდნელი. იანვარში 40 წლის გავხდები და ეს მხოლოდ რიცხვია და მეტი არაფერი.

– არ ფიქრობ, რომ ეს გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში?

იანვარში მკითხე, რომ გიპასუხო (იცინის). არა, ასე არ ვფიქრობ! მე მომწონს, რომ ვიზრდები, ასე ვგრძნობ, რომ ნამდვილად ვცხოვრობ. ყველა ვიზრდებით და ვბერდებით. ეს არის ადამიანის ბუნება!
მეორეს მხრივ კი, მე ვაკეთებ საქმეს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ჩემს გარეგნობასთან. ამიტომ ყურადღებას ვაქცევ ჩემს სხეულს, ვვარჯიშობ და სწორად ვიკვებები. 40 უბრალოდ ახალი 30-ია. ეს არის რასაც ვხედავ და რასაც ვგრძნობ. მომწონს ჩემი ნაკლოვანებებიც და ნაოჭებიც კი. ეს იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი გოგოს დედა ვარ. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ გავაკეთე და მინდა დიდხანს ვიცხოვრო, ვისიამოვნო ყველა მომენტით და დავბერდე…

– ანი გაგონებს შენს თავს პატარა ასაკში?

არა! (იცინის). საერთოდ არ ვგავართ. არაფერი გვაქვს ერთნაირი. ჩემი გოგონა არის ძალიან ძლიერი ხასიათის. მე არ ვიყავი მისნაირი. არის ბევრად უფრო დამოუკიდებელი.

– აინტერესებს მოდის სფერო?

არა! ძალიან იშვიათად მოდის, რომ მკითხოს, რა ჩაიცვას. მეკითხება, მაგრამ ძალიან იშვიათად.

– ხარ ისეთი დედა, რომელიც შვილის ცხოვრებაში ერევა?

საერთოდ არა! მე ვცდილობ, რომ შევინარჩუნო დედის როლი, მაგრამ ჩვენ შორის ასაკის მცირე სხვაობიდან გამომდინარე, მეგობრები უფრო ვართ. თუ რაიმე სჭირდება, მოდის და მეკითხება აზრს, მე ზედმეტად არ ვერევი და თავს არ ვაბეზრებ. მაგრამ როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაინც ისე იქცევა, როგორც მას უნდა. ვფიქრობ, რომ ეს კარგია, რადგან ზრდის პროცესში არ შეიძლება თავი აარიდო ყველა შეცდომას ცხოვრებაში. რაღაც უნდა დაგემართოს, რომ ისწავლო, როგორ გამოიტანო საკუთარი დასკვნები.

 

onalem

ტესტ