fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სახლის დალაგებისას ოქროს იპარავდა და ლომბარდში ყიდდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კუნძულ როდოსზე მოხდა. 30 წლის ქალი, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში დამლაგებლად მუშაობდა, ციხეში აღმოჩნდა.

კერძოდ, 30 წლის ბერძენი სახლის დალაგებისას სხვადასხვა ოქროს ნივთებს იპარავდა და როგორც ირკვევა, მოგვიანებით ლომბარდში ყიდდა.

როდესაც 28 წლის ქალმა, რომელთანაც ის მუშაობდა, დანაკარგი შეამჩნია, ეჭვი მასზე მიიტანა და საქმეში პოლიცია ჩართო. გამოძიების საფუძველზე მას დანაშაული დაუმტკიცეს და იმ ლომბარდსაც მიაკვლიეს, სადაც მონეტები და სამკაულები ჰქონდა გაყიდული.

ლომბარდის 40 წლის მფლობელმა პატრონს ნივთები უკლებლივ დაუბრუნა, 30 წლის ბერძენი ქალი კი განყოფილებაში ძარცვის ბრალდებით გადაიყვანეს.

onalem

ტესტ