fbpx
საზოგადოება

შოკისმომგვრელი შემთხვევა პერისტერში: 17 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი იპოვეს – იძებნება მისი პაკისტანელი შეყვარებული

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პერისტერში მდებარე ბინაში 17 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ცნობებით, მისი სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა.

საუბარია 17 წლის ბერძენ გოგონაზე, რომელიც საკუთარ ოთახში დამ და დედამ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იპოვეს, სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მათ მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. რამდენიმე ხანში დადგინდა, რომ არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო, რაც ნიშნავს, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს.

გარდაცვლილის მეგობარი აცხადებს, რომ მას ასაკით უფროსი შეყვარებული ჰყავდა, პაკისტანის მოქალაქე, რომელიც საკმაოდ მშვიდი ადამიანი ჩანდა და არასოდეს შეუნიშნავს, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდათ ერთმანეთში. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ იმდენად კარგად არ იცნობდა, რომ ივარაუდოს, შეეძლო თუ არა მსგავსი დანაშაულის ჩადენა.

“ჩემი მეგობარი იყო. გუშინ ვნახე და მშვენივრად გამოიყურებოდა, ბედნიერი და მხიარული იყო. მის შეყვარებულსაც ვიცნობ, ასაკით უფროსია. მშვიდი ადამიანი ჩანს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეეძლო მსგავსი რამის გაკეთება,” ამბობს 17 წლის გოგოს მეგობარი.

მედიასთან საუბრობენ მეზობლებიც, რომელთაგან ერთ-ერთი აცხადებს, რომ ღამით გარკვეული ხმაური გაიგო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ეგონა, რომ ბავშვების ჩვეულებრივი წვეულება იყო.

onalem

ტესტ