fbpx
საბერძნეთი

150 ევროიანი ჯარიმა მათ, ვინც საჭირო ადგილას ნიღაბს არ გამოიყენებს – საბერძნეთის მთავრობის ახალი სამსჯელო თემა

მთავრობა განიხილავს საკითხს, რომლის მიხედვითაც, 150 ევროიანი ჯარიმა დაეკისრება თითოეულ ადამიანს, რომელსაც საჭირო ადგილას ნიღაბი არ ეკეთება. საუბარია საჯარო ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებზე.

როგორც ΣΚΑΪ იუწყება, 150 ევროიანი ჯარიმა ისევ იარსებებს, თუმცა, ის ახლა მიმართული იქნება ნიღბის გამოუყენებლობის დასჯისკენ და აღარ შეეხება გარეთ უმიზეზო გადაადგილებას.

ასევე, საკმაოდ მაღალი იქნება იმ ბიზნეს დაწესებულებებისთვის გამოწერილი ჯარიმებიც, რომლებიც მუშაობას უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინების გარეშე დაიწყებენ.

300 ევროიანი ჯარიმა ძალაშია 18 მაისამდე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სოფლების და სხვა რეგიონების მიმართულებით გადაადგილდება.

onalem

ტესტ