fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის მატება დღეიდან საბერძნეთში – რამდენი გრადუსი დაფიქსირდება?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში დღეიდან ტემპერატურა იმატებს და ნამდვილი ზაფხული დგება. 25 მაისს ატიკის რეგიონში ჰაერი 35-36 გრადუსამდე გათბება.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, ოთხშაბათიდან გვალვის პირველი ტალღა დაფიქსირდება და ზოგან ტემპერატურა 37 გრადუსსაც კი მიაღწევს, ამიტომ მიმდინარე კვირაში თავისუფლად შეგვიძლია რომ სანაპიროებს მივაშუროთ.

კიკლადესის კუნძულები, კრეტა
ამინდი: უმეტესად მზიანი.
ტემპერატურა: 17-დან 31 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები – დოდეკანესი
ამინდი: უმეტესად მზიანი.
ტემპერატურა: 17-დან 32 გრადუსამდე.

ევია
ამინდი: უმეტესად მზიანი.
ტემპერატურა: 18-დან 34 გრადუსამდე.

ატიკა
ამინდი: უმეტესად მზიანი.
ტემპერატურა: 19-დან 33 გრადუსამდე. დაბლობებზე,ზოგიერთ ტერიტორიაზე, 36 გრადუსიც დაფიქსირდება.

თესალონიკი
ამინდი: ცვალებადი მოღრუბლულობა, მთიან ტერიტორიებზე შუადღისას და დღის მეორე ნახევარში უფრო ხშირი ღრუბლით.
ტემპერატურა: 16-დან 31 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ