fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 6 წლის ბავშვი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში, კიფისიაში მოხდა. საუბარია 6 წლის ბიჭზე, რომელიც საკუთარი სახლიდან შენიღბულმა პირებმა გაიტაცეს და სამართალდამცველები შიშობენ, რომ არსებობს შანსი, გამტაცებლებმა ბავშვის საბერძნეთიდან გაყვანა სცადონ.

როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, ბიჭი გუშინ, დაახლოებით 20:40 საათზე გაიტაცეს, როდესაც ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. კარზე დააკაკუნეს და როდესაც მოხუცი გავიდა, რომ ენახა, ვინ იყო, ბავშვი სწორედ იმ მომეტში გაიტაცეს.

სამწუხაროდ, სახლში არ არსებობს კამერები, მაგრამ არსებული ცნობებით, გამტაცებელს გარეთ ფურგონი ელოდებოდა, ის დაახლოებით 45 წლის და 1,80 სიმაღლის იყო.

ადვოკატის თქმით, ბავშვის მამა ნორვეგიის მოქალაქეა და მუდმივად ნორვეგიაში ცხოვრობს, საბერძნეთში დროებით იყო ჩამოსული, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით და მწვავე კამათი არსებობდა იმის შესახებ, დარჩებოდა ბავშვი საბერძნეთში თუ თან წაიყვანდა.

როგორც ჩანს, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ოჯახური კონფლიქტი, ამიტომ უნდა მოხდეს საქმის დეტალური გამოძიება, რომ გამოირიცხოს ვარაუდები, რომლებიც საქმის გარშემო არსებობს.

onalem

ტესტ