fbpx
საბერძნეთი

ელენა პოლიხრონოპულუმ, რომელიც 8 კგ კოკაინის შენახვის ბრალდებით დააკავეს, ტაძრის კიბე დაჩოქილმა აიარა

მოდელი და რეალითი შოუს, Power Of Love-ის ყოფილი მონაწილე, ელენა პოლიხრონოპულუ ციხიდან გამოვიდა. როგორც უკვე ცნობილია, ახალგარდა ქალი, პარტნიორთან ერთად, 8 კილოგრამი კოკაინის შენახვის ბრალდებით დააკავეს და ის თავიდანვე ამტკიცებდა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნარკოტიკების გასაღებასთან და ამ მდგომარეობაში სწორედ საყვარელი მამაკაცის გამო აღმოჩნდა.

ის 12 მაისს პირობით გაათავისუფლეს და რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ კორიდალო დატოვა. როგორც ჩანს, პოლიხრონოპულუს პირობა ჰქონდა დადებული, რომ როდესაც ციხიდან გამოვიდოდა, ევანგელისტრიას ტაძარს მოინახულებდა და მის კიბეს დაჩოქილი აივლიდა. მან პირობა შეასრულა.

ვრცელდება კადრები, რომ ქალი ნამდვილად იმყოფებოდა კუნძულზე და ტაძრის მუხლის ჩოქებით ავლის შემდეგ ძალიან დიდხანს ლოცულობდა.

onalem

ტესტ