fbpx
საბერძნეთი

შეზღუდვები საბერძნეთის სუპერმარკეტებში?! რას ამბობს ადონის გეორგიადის მოადგილე

როგროც უკვე ცნობილია, 6 ნოემბრიდან საბერძნეთში შემზღუდველი ზომები ამოქმედდა, რომლებიც ეხება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებს. თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა შენარჩუნდა მხოლოდ სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, საცხობებსა და სურსათის სხვა მაღაზიებში.

დღეს ტელეკომპანია ANT-ის საშუალებით ადონის გეორგიადის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასიმ განაცხადა, რომ მთავრობის მაგიდაზე დევს სუპერმარკეტებში ზომების დაწესების საკითხიც.

პაპათანასიმ განმარტა, რომ ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება ოფიციალურად, თუმცა, მთავრობა განიხილავს და მაგიდაზე დევს გარკვეული გეგმა, რომელიც მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება რაიმე მოქმედება.

უცნობია, თუ რა სახის აკრძალვები შეიძლება დაუწესდეს მოსახლეობას სუპერმარკეტებში შესვლის თვალსაზრისით, თუმცა, შესაძლოა შეიზღუდოს შემსვლელთა რაოდენობა ისე, როგორც კარანტინის დროს იყო.

onalem

ტესტ