fbpx
კრიმინალი

ძარცვა, რომელსაც მინიმარკეტის თანამშრომელი ემსხვერპლა – დამნაშავე 27 წლის ემიგრანტი აღმოჩნდა

თესალონიკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ძარცვას მინიმარკეტის თანამშრომელი ემსხვერპლა. 44 წლის მამაკაცს მძარცველმა თავსა და სახეში იარაღი ჩაარტა, ხოლო შემდეგ ცეცხლი გაუხსნა და 700 ევრო მოიპარა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 27 წლის ემიგრანტი, ალბანეთის მოქალაქე და ასევე მისი თანამძრახველი, 35 წლის ბერძენი.

44 წლის მამაკაცი მძიმედ იყო დაშავებული, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე წუთის შემდეგ გარდაიცვალა, რადგან მისი ჭრილობები და დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

ორივე დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ცნობილი გახდა, რომ მათ კრიმინალური წარსული აქვთ. გასულ წლებში სხვადასხვა კანონდარღვევათა გამო პოლიციისთვის ცნობილი იყო მათი მონაცემები.

onalem

ტესტ