fbpx
კრიმინალი

როგორ აძლევდა 26 წლის მამაკაცი ემიგრანტებს ყალბ “ასილოს”, საბერძნეთში შემოყვანის შემდეგ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 26 წლის მამაკაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, ემიგრანტები ქვეყანაში უკანონოდ შემოჰყავდა და გარდა ტრანსპორტირებისა, მათ ყალბი საბუთებით უზრუნველყოფდა.

პოლიციამ მას აღმოუჩინა თავშესაფრის დამადასტურებელი 50 საბუთი (“ასილო”), რომელთაგან ყველა ყალბია და ეს ოფიციალურმა ორგანომ უკვე დაადასტურა. მას იმიგრანტები საბერძნეთში შემოჰყავდა და სავარაუდოდ, არწმუნებდა, რომ საბუთებს მისცემდა, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრების ნებას დართავდათ.

მისი დაკავება კომოტინის ტერიტორიაზე მოხდა, რის შემდეგაც ის როდოპის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი ეროვნება უცნობია. პოლიციამ მას 245 ევრო ჩამოართვა, თუმცა, არსებული ცნობებით, მას ხალხის უკანონო გადმოყვანაში დიდი რაოდენობის თანხა აქვს აღებული.

ამჟამად სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ და ვისი საშუალებით ამზადებდა ის ყალბ საბუთებს.

 

onalem

ტესტ