fbpx
კრიმინალი

“ჩვენ ნამდვილი ბატონები ვართ, არ გვჭირდება 10 და 20 ევრო” – ილიას მიხოს მამის წარმოუდგენელი განცხადებები

დაკავებული ილიას მიხოს მამა წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს მედიასთან. პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცის მამა აცხადებს, რომ მათ ოჯახს არ სჭირდება ფული და რომ მიხო არაფერ შუაშია, არამედ ძალით ხვევენ მსგავს პრობლემებში.

“ჩვენ არ გვჭირდება 10 და 20 ევრო, ჩვენ ნამდვილი ბატონები ვართ. ჩემს შვილს ძალით ხვევენ პრობლემებში. რაც უნდა ყოფილიყო, თუ მადა ჰქონდა აძღრული, რამეს გააკეთებდა. ხალხს იქით ეხმარებოდა, მაღაზია ჰქონდა და ყველა იქ ვაჭრობდა. ამდენი წელია, რაც ქველმოქმედებას ეწევა და ახლა ჩემი შვილის დასახმარებლად და მხარდასაჭერად არავინ მოდის,” ამბობს ის.

როგორც ირკვევა, 12 წლის ბავშვმა უკვე ამოიცნო რამდენიმე პირი, რომელთან შეხვედრასაც ილიას მიხო აიძულებდა. ამას გარდა, სააშკარაოზეა გამოსული ბავშვის დედისა და ბრალდებულის მიმოწერაც, შოკისმომგვრელი შინაარსით.

რაც შეეხება მიხოს მეუღლეს, აცხადებს, რომ შოკირებულია მომხდარით და როდესაც ამის შესახებ შეიტყო ფეხებიდან მიწა გამოეცალა.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე ადამიანის დაკავებაა მოსალოდნელი, გამოძიების განვითარებიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ