fbpx
კრიმინალი

საჩივრების ცუნამი სასულიერო პირის წინააღმდეგ: 40 წლის ქალს აღსარების ჩაბარების შემდეგ ღამით შეხვედრას სთხოვდა

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული მღვდლის ადვოკატი მის უდანაშაულობას ამტკიცებს და ყველა ბრალდებას მოზარდის ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს, გამოჩნდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც სასულიერო პირის წინააღმდეგ საუბრობენ.

გარდა 19 წლის გოგონასი, რომელსაც მოძღვარი განმარტოებას სთხოვდა, საჯაროდ საუბრობს კიდევ ერთი ქალბატონი, 40 წლის, რომლის განცხადებითაც, მღვდლის საუბარი მის მიმართ არაადეკვატური და გარყვნილი იყო. ირკვევა, რომ როდესაც ქალს მამა გარდაეცვალა, დიდ სასოწარკვეთაში ჩავარდა და ეკლესიაში სიარული დაიწყო, სულიერი სიმშვიდის პოვნისთვის. სწორედ ამ მდგომარეობამ განაპირობა, რომ მღვდელმა მისი ნდობა მოიპოვა.

ქალის ამბობს, რომ როდესაც აღსარებას აბარებდა, სრულიად შეუსაბამო კითხვებს უსვამდა, ეხებოდა ინტიმურ თემებს, მეუღლესთან ურთიერთობას, სქესობრივი კავშირის სიხშირეს და ა.შ. თუმცა, მამაკაცმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, როდესაც აღსარების ჩაბარების შემდეგ სთხოვა, რომ ღამით ეკლესიაში შეხვედროდნენ ხოლმე.

“მის ტონსა და მზერაში იგრძნობოდა ის ინტერესი, რაც მამაკაცს აქვს ქალის მიმართ. მეკითხებოდა ვიყავი თუ არა კმაყოფილი ჩემს მეუღლესთან ურთიერთობით. მეუბნებოდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შემეძლო მომეყოლა და სირცხვილი არ იყო, რადგან მხოლოდ გულწრფელობა იყო ღვთისკენ მიმავალი გზა.”

 

onalem

ტესტ