fbpx
საბერძნეთი

მაღალი ტემპერატურა დღეს საბერძნეთში და ხანძრის მაღალი რისკები

დღეს საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი, 40 გრადუსსაც მიაღწევს კონკრეტულ ტერიტორიებზე. რაც შეეხება ატიკის რეგიონს ჰაერი 37-38 გრადუსამდე გათბება.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მზიან ამინდთან ერთად გაძლიერდება ქარი და ეგეოსის ზღვაზე 7-8 ბალს მიაღწევს.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი, არსებობს ხანძრის რისკები. კერძოდ, სახელდება შემდეგი რეგიონები, სადაც მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, რომ საკუთარი საქმიანობით უნებლიეთ ცეცხლის გაჩენა არ გამოიწვიოს:

ატიკა, ვიოტია, არგოლიდა, კორინთია, ევია, ფთიოტიდა, ევროს, რეთიმნო, ირაკლიო, ლასითი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ეგეოსი.

 

onalem

ტესტ