fbpx
საბერძნეთი

პეტროს ფილიპიდი გაათავისუფლეს – 20.000 ევრო გირაო და ქვეყნის დატოვების აკრძალვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით პეტროს ფილიპიდი გირაოსა და გარკვეული პირობების საფუძველზე გაათავისუფლეს. აღნიშნულის მოსმენისას მისმა მეუღლემ ცრემლი ვერ შეიკავა.

გაუპატიურებასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ მსახიობს გირაოს სახით 20.000 ევროს გადახდა დაუწესდა, ასევე, აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა და ვალდებულია, გამოცხადდეს განყოფილებაში თვეში ორჯერ.

პროკურატურა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ფილიპიდი ამ ეტაპისთვის არ არის საშიში პიროვნება საზოგადოებისთვის ანუ იგივე დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა არ არსებობს.

როგორც უკვე ცნობილია, ფილიპიდი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს და მისი ადვოკატის მტკიცებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ სახლში იმყოფებოდეს, ვინაიდან მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს იგივე დანაშაულის გამეორებას.

onalem

ტესტ