fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 4-5 მაისიდან გადაადგილება SMS-ს და ცნობის გარეშე!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში სტელიოს პეცასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ზომების მოხსნის ოფიციალურ გეგმას ხვალ, 18:00 საათზე წარადგენს. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როგორი იქნება აკრძალვების მოხსნის ეტაპები, მაგრამ როგორც მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, 4-5 მაისიდან მოსახლეობას უკვე ექნება უფლება, რომ თავისუფლად გადაადგილდეს გარეთ და ამისთვის SMS და ცნობა საჭირო აღარ იქნება.

4 მაისამდე აკრძალულია უმიზეზოდ გარეთ გასვლა და 10 ადამიანის შეკრება ერთად. პეცასმა ასევე თქვა, რომ 1 მაისის დღესასწაულს საბერძნეთი 9 მაისს აღნიშნავს. ხოლო ნიკოს ხარდალიასი მკაცრად აფრთხილებს მოსახლეობას, არც კი იფიქრონ, 1 მაისს სადმე გასვლა, რადგან აკრძალვა ძალაშია 4 მაისამდე და ის მოქმედებს ყველასთვის თანაბრად.

ზომების მოხსნის მეორე ეტაპზე გაიხსნება ეკლესიები.

onalem

ტესტ