fbpx
საზოგადოება

ბერძენი ფერმერები, პლანტაციებში სამუშაოდ, ალბანეთიდან 7.000 ადამიანის ჩამოყვანას ითხოვენ

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან დადებითი პასუხი მიიღეს მაკედონელმა ფერმერებმა, რომლებიც ითხოვენ, რომ ალბანეთიდან 7.000 სეზონური თანამშრომელი ჩამოვიდეს, რომელიც სხვადასხვა პლანტაციებსა და ფერმებში იმუშავებს.

“სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ საბერძნეთის მთავრობამ გაააქტიურა ალბანეთის მოქალაქეების ჩამოყვანის გეგმა. 7.000 თანამშრომლის ჩამოყვანის პროცესი ამოქმედდება სულ მალე.

სამუშაოები პლანტაციებში დაიწყება მაისის პირველ რიცხვებშივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპორტი ვერ განხორციელდება და ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთ სანდოობას დაკარგავს.

ალბანურმა მხარემ უკვე განაცხადა თანხმობა, რომ მისი მოქალაქეებისთვის გაიხსნას საზღვრები, სამუშაოდ წამოსასვლელად,” აცხადებს მრეწველთა ეროვნული ორგანიზაციის პრეზიდენტი, ხრისტოს იანაკაკისი.

როგორც ცნობილია, ალბანელებს ძირითადად გაანაწილებენ იმათიასა და პელაში, სხვადასხვა ხილის პლანტაციებში, თუმცა, პარალელურად დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები, კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად.

 

onalem

ტესტ