fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბინის ქირის ღირებულება იკლებს, რადგან მესაკუთრეები Airbnb-ს ტოვებენ

ონლაინ გამოკითხვის შედეგად ჩანს, რომ საბერძნეთში გრძელი ვადით გასაქირავებელი ბინების რაოდენობა გაიზარდა. როგორც ირკვევა, უძრავი ქონების მესაკუთრეებმა, რომლებიც ელექტრონული პლატფორმა, Airbnb-ის აქტიური მომხმარებლები იყვნენ, ის მიატოვეს და ახლა ბინას ისევ ჩვეულებრივად, გრძელი ვადებით აქირავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ურბანულ ცენტრებში ბინის ქირის ღირებულება საგრძნობლად ეცემა. ვინაიდან მეპატრონეები Airbnb-ით აღარ სარგებლობენ, გრძელი ვადით გასაქირავებელი საცხოვრებლების რაოდენობა ამ ეტაპისთვის 20%-ით არის გაზრდილი.

განვიხილოთ კუნძული კრეტას მაგალითი. უმშვენიერეს და უძველეს ქალაქ რეთიმნოში საქირავებლად ხელმისაწვდომი ბინების რაოდენობა 10.2%-ით არის გაზრდილი, ლასითიში 8.8%-ით, ხოლო ხანიაში 2.8%-ით. ეს მონაცემები შედარებულია გასული თვის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ბინები, რომლებიც ახლა ხელმისაწვდომ ფასში ქირავდება და თანაც გრძელი ვადით, არის ავეჯით და ყველა საჭირო ნივთით მოწყობილი, რადგანაც აქამდე ისინი დღეებით და კვირებით ქირავდებოდა, Airbnb-ის პლატფორმაზე.

კორონავირუსის პანდემიის კრიზისმა და ტურისტების არარსებობამ უძრავი ქონების მფლობელები “აიძულა”, რომ მიეტოვებინათ ონლაინ პლატფორმა და პარალელურად, ბინები ახლა შედარებით დაბალ ფასში და გრძელი ვადით გააქირავონ.

 

 

onalem

ტესტ