fbpx
საზოგადოება

“თავზე კონტროლი დავკარგე, რადგან გამომიწვია და დამარტყა, ვნანობ, რომ მოვკალი” – რას ამბობს ბერძენი მამაკაცი ალბანელის მკვლელობაზე

საზოგადოება შეძრა გუშინ გამთენიისას მიკონოსზე მომხდარმა მკვლელობამ, რომელსაც 34 წლის ალბანელი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის კუნძულზე წლების მანძილზე ელექტროლოგად მუშაობდა, საბოლოოდ კი, შეძლო 150.000 ევროს ღირებულების სახლი შეეძინა, დროის მანძილზე უმაღლესი დონის კომფორტი მოაწყო, ფაქტობრივად, ვილად აქცია და ტურისტებზე მაღალ ფასში აქირავებდა. მოკლულის მამა ალბანეთში პოლიციის ოფიცერია, ხოლო მისი ძმა საფრანგეთში ცხოვრობს.

ბერძენი მამაკაცი, რომელმაც მისი მკვლელობა აღიარა, ამბობს, რომ ჩადენილს ნანობს. ასევე დასძენს, რომ ეს არ იყო მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე, არამედ ალბანელმა იქ მომუშავე გოგონას მიაყენა შეურაცხყოფა და ამის გამო დაკარგა თავზე კონტროლი, ამას ემატება ისიც, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

დაკავებული ბერძენის ოჯახსაც მიკონოსზე სასტუმრო აქვს და ამ ბიზნესით არის დაკავებული. მას დღეს ათენში გადმოიყვანენ, რათა შესაბამისი პროცედურები ჩატარდეს და ოფიციალური ჩვენების მისაცემად ვადა მიეცეს.

onalem

ტესტ