fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქალბატონი, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ ხანიაში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე გონება დაკარგა 64 წლის ქალბატონმა, რომელიც სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო.

კერძოდ, საუბარია ჩეხ ქალბატონზე, რომელიც კუნძულზე, სავარაუდოდ, დასასვენებლად იმყოფებოდა, მან თვითმფრინავის ბორტზე ასვლის შემდეგ, სავარძელში გონება დაკარგა და როდესაც ეს სხვა მგზავრებმა შენიშნეს, ეკიპაჟის წევრებს შეატყობინეს.

როგორც ირკვევა, მათ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს და დაუყოვნებლივ შეატყობინეს აეროპორტს და შესაბამის სამსახურებს. ქალი ხანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მისი ცხედრის გადასვენებისთვის საჭირო პროცედურების მოგვარება.

onalem

ტესტ