fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ ყველა უკრაინის გვერდით ვართ, როგორც ბერძენმა, ვიცი, რა დევს სასწორზე!” – კირიაკოს მიცოტაკი Bloomberg-თან

კირიაკოს მიცოტაკი ნიუ იორკში იმყოფება, გაეროს სხდომის ფარგლებში, რომელიც ხვალ, პარასკევს გაიმართება. პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა Bloomberg-ს, სადაც ისაუბრა თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსა და უკრაინა-რუსეთის ომზე.

“ის, რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ჩვენ ყველა გაერთიანებულები ვართ უკრაინის მხარეს, რომ თავი დაიცვას რუსული აშკარა აგრესიისგან. აგრესიისგან, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა წესს. როგორც ბერძენმა, ასევე, როგორც ევროპელმა ლიდერმა, კარგად ვიცი, რა დევს სასწორზე. ეს საკითხი სცდება უკრაინას. ტოტალიტარული რეჟიმის ყველა ლიდერს მინდა გავუგზავნო მესიჯი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალის გამოყენებით შეუძლიათ შეცვალონ საზღვრები – დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოება ამას არ შევეგუებით. 

რუსეთისთვის ომი კარგად არ მიდის, ეს აბსოლუტურად გასაგებია, პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ სიტუაცია შეცვალოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ  ის წარმატებას ვერ მიაღწევს.

ცალსახად ვაცხადებ, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენ არ მივიღებთ შანტაჟს გაზის მარაგსა და ფასებთან დაკავშირებით. ეროვნულ დონეზე ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ამ საკითხმა უნდა მიიღოს უფრო ევროპული მასშტაბები, გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპულ დონეზე.

რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობასა და ერდოღანის პროვოკაციებს, როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთის პრეზიდენტს ხვალ, გაეროს სხდომაზე ვუპასუხებ,” თქვა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ