fbpx
პოლიტიკა

ვაქცინაცია, ტესტები და ჯარიმები – რა არის მოსალოდნელი 15 ივლისიდან საბერძნეთში?!

საბერძნეთის განვითარებისა მინიტრმა, ადონის გეორგიადიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა 15 ივლისიდან მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც უკვე ცნობილია, ორად იყოფა სარესტორნო სფეროს დაწესებულებები (კაფეები, ტავერნები, ბარები და ა.შ.). ზოგი იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული პირების მომსახურებაზე, ზოგი კი მიიღებს როგორც აცრილ, ასევე აუცრელ მოქალაქეებს.

გეორგიადი ცალსახად აღნიშნავს, რომ ვინც იფიქრებს, რომ კანონს დაარღვევს და ეს შეუმჩნეველი დარჩება, ძალიან ცდება. ვერცერთი დაწესებულება ვერ შეძლებს, რომ დაფიქსირდეს, როგორც “შერეული” ტიპის ბიზნესი და პარალელურად, მიიღოს იმ რაოდენობის კლიენტები, რომლებიც მხოლოდ “სუფთა” კატეგორიისთვის არის განსაზღვრული.

“სუფთა” კატეგორია ნიშნავს მხოლოდ ვაქცინირებული პირებისთვის განსაზღვრულ დაწესებულებებს, ხოლო “შერეული” კატეგორია ნიშნავს, რომ ისინი განკუთვნილია როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის.

მინისტრმა განაცხადა, რომ იქნება ძალიან დიდი ჯარიმები მათთვის, ვინც უსაფრთხოების წესებს დაარღვევს და შემოწმებები აქტიურად განხორციელდება.

პირველი კატეგორიის (“სუფთა”) დაწესებულებებში დასაშვებია ხალხსი 85%-ის შეშვება (ანუ იმის 85%-ის, რასაც რეალურად ეს სივრცე იტევს) და ვაქცინირებული პირები თავისუფალნი არიან პირბადის ტარების ვალდებულებისგან. ხოლო მეორე კატეგორიის დაწესებულებებში (“შერეული”) დასაშვებია ხალხის 50%-ის შეშვება და ისინი ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე და წარმოადგინონ უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე.”

onalem

ტესტ