fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთი უკრაინას რეკონსტრუქციაში დაეხმარება – ნიკოს დენდიამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელზეც უკრაინის აღდგენის საკითხები განიხილეს.

აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა დაახლოებით 40 ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დენდია კი, კირიაკოს მიცოტაკისა და მის მთავრობას წარმოადგენდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი ომის დაწყების პირველივე მომენტიდან უკრაინის მხარდამჭერია და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინელი ხალხის და იქ მცხოვრები ბერძნების დახმარების საქმეში.

საბერძნეთმა უკრაინაში 2 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა და ამ დრომდე აგრძელებს ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ამ ამ ქვეყნის დახმარებას. დენდია აცხადებს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციაში საბერძნეთი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ კირიაკოს მიცოტაკიმაც გააკეთა განცხადება, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლის მშენებლობას საკუთარ თავზე საბერძნეთი აიღებდა.

onalem

ტესტ