fbpx
პოლიტიკა

“დასაქმებული მშობლებისთვის ბავშვის დახმარება 40%-ით გაიზრდება” – კირიაკოს მიცოტაკის

კირიაკოს მიცოტაკის მიერ ელევსინადან დაანონსებულ ახალ ზომებს შორის არის ბავშვის დახმარება/შემწეობის გაზრდა, რომელსაც საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლები იღებენ. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ზომა ითვალისწინებს შემწეობის თანხის 40%-თ გაზრდას.

კონკრეტულად, თანხის რაოდენობა იზრდება 50 ევროდან 70 ევრომდე 1 ბავშვზე, ორ ბავშვზე არსებული დახმარება, რომელიც 70 ევროა, იზრდება 120 ევრომდე, 3 ბავშვზე იზრდება 120-დან 170 ევრომდე. აღნიშნული ზომის მიღების მიზანია საჯარო მოხელეთა შემოსავლებში არაპირდაპირი ჩარევა, რაც მთლიანობაში 500 მილიონ ევროს ზრდას მოიტანს.

მიცოტაკიმ ასევე განაცხადა, რომ მცირდება უძრავი ქონების წლიური გადასახადიც და თითოეული მფლობელისთვის აღნიშნული გადასახადი 10%-ით ნაკლები იქნება.

მესამე ზომა, რომელიც პრემიერმა დააანონსა, არის 150 ევროიანი ვაუჩერი ახალაგზრდებისთვის, რომლებიც 18 წლის გახდებიან.

Youth Pass ანუ მარტივად რომ ვთქვათ ახალგაზრდული ვაუჩერი ნიშნავს, რომ 150 ევროს მიიღებს ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც 18 წლის გახდება. შესაბამისად, ყოველ წელს აღნიშნული თანხის მიღებას შეძლებს 200.000-მდე ახალგაზრდა.

თანხის დახარჯვა შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის მოხმარებისას, ასევე, კულტურულ და ტურისტულ აქტივობებში.

მიცოტაკის განმარტებით, აღნიშნული ზომის წლიური ფისკალური ღირებულება არის 30 მილიონი ევრო. რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ტაქსინეტის კოდები.

onalem

ტესტ