fbpx
პოლიტიკა

“როგორც დაგპირდით, 1 მაისიდან საბერძნეთში ხელფასები იზრდება” – კირიაკოს მიცოტაკი

“როგორც დაგპირდით, საბერძნეთში მინიმალური ხელფასები 1 მაისიდან გაიზრდება. ეს იქნება საგრძნობი, რადგან ზრდის დივიდენდი თანაბრად უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ კომპანიებზე, არამედ დასაქმებულებზეც, თანამშრომლებზე.

მიმდინარე წლის მანძილზე მინიმალური ხელფასის უკვე მეორედ მატება ითვალისწინებს, ერთის მხრივ, კომპანიების კონკურენტუნარიანობას, ხოლო მეორეს მხრივ, ინფლაციას, რომელიც ცვლის და ამცირებს განსაზღვრულ შემოსავალს.

ყველაზე ეფექტური სოციალური პოლიტიკა არის უმუშევრობის შემცირება და ახალი, კარგი სამუშაო ადგილების შექმნა. ძალიან მძიმე ეკონომიკურ გარემოში, “ახალმა დემოკრატიამ” შეძლო და შეამცირა უმუშევრობის მაჩვენებელი 17,2%-დან 12,8%-მდე. თუმცა, მე არ ვიქნები კმაყოფილი მანამდე, სანამ ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე ქვემოთ არ ჩამოვარდება.

თუ ჩვენ ამ ყველაფერს პანდემიის და ევროსში შემოჭრისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მივაღწიეთ, წარმოიდგინეთ, რას მივაღწევთ 8 წელიწადში!” აცხადებს საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი.

onalem

ტესტ