fbpx
პოლიტიკა

ათენს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის – რას გვთავაზობს კოსტას ბაკოიანი?!

ათენის მერმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან დედაქალაქში დაგეგმილ რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ყველა იმ პრობლემას, რომელიც ათენში გვხვდება და განმარტა, თუ როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი ამ ყველაფრის მოგვარებას.

კოსტას ბაკოიანიმ განაცხადა, რომ ათენის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა პარკინგია. მანქანები და მოტოციკლები დგანან ყველგან, სადაც მათთვის განსაზღვრული ადგილებია და იქაც, სადაც გაჩერება დაუშვებელია. ეს კი ქმნის დამატებით პრობლემების გადაადგილებისთვის, ხშირად შშმ პირებისთვისაც.

“სულ მალე გვექნება ახალი სენსორული სისტემა. ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ბევრ ევროპულ ქალაქში გამოიყენება და ჩვენს მუნიციპალიტეტშიც გვჭირდება. ელექტრონული სისტემის საშუალებით მძღოლს ეცოდინება, თუ სად შეუძლია დააპარკინგოს თავისი მანქანა და აღარ იქნება საჭირო ეძებოს ადგილი და დახარჯოს დრო და საწვავი. 

მეორე განსაკუთრებული პრობლემა ტროტუარებია, რომლებიც არ არის კეთილმოწყობილი ისე, რომ თავისუფლად გაიარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა.

“დღეს ათენი ერთადერთი ქალაქია, სადაც ქვეითმა ნაცვლად იმისა, რომ ტროტუარზე მშვიდად იაროს, აქეთ-იქით უნდა იყუროს, რომ არაფერი დაეჯახოს,” ამბობს ბაკოიანი.

onalem

ტესტ