fbpx
პოლიტიკა

ნიკოს დენდიასა და მევლუთ ჩავუშოღლუს დაპირისპირება პრესკონფერენციაზე – დიპლომატიური “შეჯახება”, რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიას ანკარაში ვიზიტი დიპლომატიურ ინციდენტად იქცა. ყველას გასაკვირად, დენდიამ პირდაპირ ეთერში “ჩამოშალა” მევლუთ ჩავუშოღლუს პროვოკაციები და პირდაპირ და ღიად დაასახელა საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ამ დრომდე პრობლემებად რჩება.

დენდიას სურდა გამოეხატა, რომ საბერძნეთი მზად არის თურქული გამოწვევებისთვის და არ ეშინია მისი. მიუხედავად ნებისმიერი სახის მუქარისა, ქვეყანა მზად არის, უყოყმანოდ წარმოაჩინოს თავისი პოზიციები. ბერძნული მხარე მუდმივად ცდილობს, გახსნას მეზობელ ქვეყანასთან კომუნიკაციის გზები, პოზიტიური კლიმატის შექმნის მიზნით, რაც შეამსუბუქებს დაძაბულობას.

დენდიასმა ისაუბრა შემდეგ კრიტიკულ საკითხებზე:

  • თურქეთის მხრიდან საბერძნეთის საჰაერო და საზღვაო ტერიტორიებზე უკანონო შეჭრა – განხორციელდა 400-სზე მეტი უკანონო ფრენა თურქული ხომალდების მიერ .
  • უმცირესობები – საბერძნეთში არსებობენ მუსლიმი უმცირესობები, რომელიც აღიარებულია ანკარას მიერ, ლოზანის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსწონს თუ არა ეს თურქეთს, ეს სიმართლეა და ასე გაგრძელდება.
  • კუნძულების დემილიტარიზაცია – დენდიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ კუნძულებზე განთავსებულია ჯარი იმიტომ, რომ არსებობს საფრთხე “საიდანღაც”. “არის ვინმე, რომ გვითხრას, რომ ამ კუნძულებს სამხედრო საფრთხე არ ემუქრებათ? თუ ასეთი საფრთხე არ არსებობს, გვითხრან ეს, ძალიან კარგი იქნება,” თქვა მინისტრმა.
  • ყალბი ინფორმაციის გავრცელება – დენდიამ მოსთხოვა თურქეთს, ნუ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას და პროვოკაციულ რიტორიკას, რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლის პოზიტიური კლიმატის ჩამოყალიბებას.
  • დენდიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თურქეთი უარყოფს გაეროს კონვენციას, საზღვაო ტერიტორიების კანონის შესახებ და ასევე, არ ასრულებს თურქეთსა და ლიბიას შორის დადებულ ხელშეკრულებას.

უცხოური მედია წერს, რომ მსგავსი “შეჯახება” დიპლომატიურ სამყაროში წლებია არ უნახავთ.

“ბოლო ორი წლის მანძილზე არცერთი ბერძენი საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილა ანკარაში. კონფერენცია დაიწყო კონსტრუქციული დებატებით, მაგრამ შემდეგ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა,” წერს გერმანული მედია.

onalem

ტესტ